თავდაცვის სამინისტროში სამხედრო პოლიციელებისთვის სემინარი მიმდინარეობს. ტრენინგი ოფიციალურად დღეს გაიხსნა. ყალბი დოკუმენტების ამოცნობის შესახებ სემინარს აშშ-ის საელჩოს დიპლომატიური უშიშროების სამსახურის წარმომადგენელი მართავს. ლექციები ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება და მასში მონაწილეობას 40 სამხედრო პოლიციელი მიიღებს.
სემინარის მონაწილეები ისეთ თემებს განიხილავენ, როგორიცაა დიპლომატიური უშიშროების სამსახურის მუშაობის სპეციფიკა, დოკუმენტების გაყალბების ძირითადი მიზეზები და გაყალბებული დოკუმენტების აღმოჩენა.
მასალის გამოყენების პირობები