27-28 ივნისსს ბათუმში, სასტუმრო „შერატონში" საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კონფერენცია (GDSC) გაიმართება.
კონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია გახსნის.
საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი. კონფერენციას დახურავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი.
კონფერენცია 28 ივნისს 13:30 საათზე დაიხურება.