საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ლატვიის თავდაცვის მინისტრმა რაიმონდ ვეიონისმა ეროვნული სასწავლო ცენტრი მოინახულა. სტუმართან ერთად „კრწანისში" საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე, მიხეილ დარჩიაშვილი და გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია იმყოფებოდნენ.
გაცნობითი ბრიფინგის დროს, სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა რაიმონდ ვეიონისს ცენტრის სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ბრიფინგის დასრულების შემდეგ, ლატვიის თავდაცვის მინისტრმა საარტილერიო სკოლისა და „ალფონს 2M"-ის სიმულაციური ცენტრები დაათვალიერა.
საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, რაიმონდ ვეიონისი ბათუმში 26-28 ივნისს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით დაგეგმილ „საქართველოს თავდაცვისა და უსაფრთხოების" კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას.
მასალის გამოყენების პირობები