საქართველოს თავდაცვის სამინისტროში სამხედრო ფორმის საუკეთესო ნიმუშის გამოსავლენად ღია კარის დღე მოეწყო.
დღეს, თავდაცვის სამინისტროს შემეცნებით-საგანმანათლებლო ცენტრში საქართველოსა და უცხოეთის ქვეყნების შეიარაღებულ ძალებში არსებული სამხედრო ფორმები გამოიფინა.
ღია კარის დღეზე დაინტერესებულმა პირებმა კონკურსთან დაკავშირებულ მათთვის საინტერესო საკითხებზე განმარტებები მიიღეს. კონკურსის ორგანიზატორებმა ქართველ დიზაინერებს ესკიზების შექმნისას გასათვალისწინებელ მოდელის სტილსა და კონსტრუქციის დეტალებზე ინფორმაცია მიაწოდეს.
კონკურსის მიზანია, სარიტუალო და სამხედრო ფორმის საუკეთესო ესკიზის ნიმუშის გამოვლენა.