საქართველოს მთავრობამ ეროვნული სამხედრო სტრატეგია დაამტკიცა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ განუცხადა. მისი თქმით, მთავრობამ სტრატეგია განიხილა და მოიწონა.
"ეს არის ჩვენი შეიარაღებული ძალების განვითარების მრავალწლიანი ხედვა და მოწონებულია მინისტრთა კაბინეტის მიერ", - აღნიშნა ალასანიამ.