ჩრდილო კავკასიის სამხედრო სასამართლომ საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშებისთვის სამი პირი გაასამართლა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, სასამართლომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ზაზა ხარკელაძე 11 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო რუსეთის არმიის ორ პოდპოლკოვნიკს - ხვიჩა იმერლიშვილსა და მარლენ ბოგდანოვს (ბალაშვილი) სახელმწიფო ღალატისთვის 13 და 15 წლის თავისუფლების აღკვეთა მკაცრი რეჟიმის კოლონიაში მიუსაჯა.
რუსული მხარის ინფორმაციით, ხარკელაძე საქართველოს საგარეო დაზვერვის თანამშრომელია.