რესპოდენტის შესახებ
_ ბატონო რამაზ რას ფიქრობთ, არჩევნების შედეგებზე, ელოდით მეორე ტურს?
_ სიმართლე გითხრათ არ ველოდი, რადგან ძალიან ენერგიული საარჩევნო კამპანია ჰქონდა კოალიცია ,,ქართული ოცნების' მერობის კანდიდატს დავით ნარმანიას და ზოგადად ,,ქართულ ოცნებას" და მეგონა რომ 50%-იან ბარიერს დაძლევდნენ. ნუ კაცი ბჭობდა ღმერთი იცინოდა, ზუსტად ეს ფაქტი გვაქვს ახლა.
_ რაზე მიანიშნებს ის გარემოება, რომ კოალიცია ,,ქართული ოცნების" მერობის კანდიდატმა საარჩევნო ბარიერის გადალახვა ვერ შეძლო, უნდა შეცვალოს მმართველმა გუნდმა მოქმედების ტაქტიკა?
_ რა თქმა უნდა, უნდა შეცვალოს. Aარსებული შედეგი ალბათ იმანაც განაპირობა იმან, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" თავის დროზე დიდი გამარჯვება ადვილად მოიპოვა ერთი ადამიანის ავტორიტეტის ხარჯზე და მთელმა გუნდა ჩათვალა, რომ მიზანი მიღწეული იყო. არადა პოლიტიკაში მიზანი მიღწეული არასოდეს არ არის იმიტომ, რომ პოლიტიკას ყოველთვის ახალ ახალი მიზნები აქვს. Aამიტომ ,,ქართული ოცნების" წევრებმა მიიჩნიეს, რომ ყველა არჩევნები ივანიშვილის ავტორიტეტის ხარჯზე მოგებული იქნებოდა და აღარ იზრუნეს იმაზე რომ თვაის მხრივ ამ ავტორიტეტისთვის შეემატებინათ რაიმე.
_ დადებული შედეგებიდან გამომდინარე რა რჩევას მისცემდით ,,ქართულ ოცნებას" რა მიმართულებით უნდა იმუშაონ, რათა მათი რეიტინგი კიდევ უფრო არ დაეცეს?
_ უპირველეს ყოვლისა უნდა იყოს კრიტიკული საკუთარი თავის მიმართ, იყოს ფრთხილი და მეტი ანგარიში გაუწიოს საზოგადოებრივ აზრს.
_ არჩევნების წინასწარი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ შეიძლება თქმა რომ ,,ნაცმოძრაობა" მთავარ ოპოზიციურ ძალად რჩება?
_ ლაპარაკი, იმაზე რომ ძირითადი ოპოზიციური ძალა ,,ნაცმოძრაობაა" ძნელი სათქმელია, რადგან დანარჩენი ოპოზიციური ძალები სწორედ იმას საყვედურობენ ოცნებას, რომ მან არასაკმარისი ოპოზიციონერობა გასწია.
_ არჩევნების წინასწარი შედეგებით თუ ვიმსჯელებთ მიუთითებს იმაზე, რომ ,,ნაცმოძრაობა" მთავარი ოპოზიციური ძალაა, რადგან თითქმის ყველა თვითმმართველ ქალაქსა და სოფელში მეორე ადგილზე იმყოფებიან?
_ ეს უკვე მიუთითებს იმაზე, რომ ,,ნაცმოძრაობა" უდავოდ კარგად ორგანიზებული ძალაა.
,,ჯი-ეიჩ-ენი", ესაუბრა Mმირანდა ნაბახტეველი.