საქართველოს თადაცვის მინისტრმა თვითმმართველობის არჩევნებზე საკუთარი მოქალაქეობრივი ვალი უკვე მოიხადა. ირაკლი ალასანიამ არჩევანი ზუგდიდში, მე-10 საჯარო სკოლაში, N30-ე საარჩევნო უბანში გააკეთა.
„ძალიან ამაყი ვარ, რომ იმ სახელმწიფო სახელისუფლებო კოალიციის წარმომადგენელი ვარ, რომელმაც ხელისუფლების ნაწილი ცენტრალურიდან ადგილობრივ მმართველობით ორგანოებზე გასცა. ეს მართლა ისტორიული გადაწყვეტილებაა, რომ ზუგდიდთან ერთად, 10 მერი პირდაპირ იქნება არჩეული. ეს არის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იმით, რომ დემოკრატია უკვე გადადის რეგიონებში. რეგიონებს და ზუგდიდს, ჩემს ქალაქს, მეტი შესაძლებლობა ექნება საკუთარი პასუხისმგებლობა, როგორც ფინანსურ, ასევე, სხვა სახელმწიფოებრივ საკითხებზე, თავის ხელში აიღოს" - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.