აფხაზეთის ე.წ. ოპოზიციის ლიდერი ე.წ. პარლამენტის დეპუტატი რაულ ხაჯიმბა აფხაზეთის ინტელიგენციის ღია წერილს ასევე საჯაროდ პასუხობს და ღია წერილში მოყვანილ მოსაზრებებზე თავის პოზიცია აფიქსირებს.
„არავითარი ხელისუფლების ხელში ჩაგდება" - წერს ხაჯიმბა, როგორც ამას ღია წერილზე ხელისმომწერნი აფიქსირებენ „არ ყოფილა".
„ხელისუფლება წინა პრეზიდენტის სახით, რომელსაც საკუთარ ხალხთან გამოსვლის შეეშინდა, რეზიდენციიდან წავიდა და რუსულ სამხედრო ბაზას შეაფარა თავი. ბოლო წუთამდე, რომელიც ხელისუფლებასთან მიმდინარეობდა ოპოზიცია ორივე მხარისათვის მისაღები გადაწყვეტილების მიღწევას ცდილობდა. თუმცა ხელისუფლებამ ჩვენი ვერ გაიგონა",_ წერს ხაჯიმბა და ციტირებს რა ინტელიგენციის ღია წერილს სადაც წერია, რომ „შექმნილ პირობებში ყველა ხვდებოდა, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი სერიოზულ დათმობებზე უნდა წასულიყო" აცხადებს, რომ „პრეზიდენტი ამას ვერ მიხვდა და ის ცვლილებებისათვის მზად არ აღმოჩნდა".
ხაჯიმბა ასევე აცხადებს, რომ „შექმნილ სიტუაციაში ყველაფრის რუსეთზე გადაბრალების მცდელობა არაფრით გამართლებული არ არის".
მისივე თქმით, ამგვარი მიდგომა არასწორია და როგორც თავად წერილზე ხელმოწერები აღნიშნავენ „თითქოს ასოცირების სხვა და სხვა ფორმების მხარდაჭერა აფხაზურ საზოგადოებაში არ არის და არც საუბარი ყოფილა ამაზე".
ხაჯიმბა ასევე აცხადებს, რომ ყველანაირი საუბარი აფხაზეთის სუვერენიტეტზე, რომელზეც ღია წერილის ავტორები საუბრობენ სრულიად უსაფუძვლოა და არის მცდელობა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე საუბარს თავი აარიდო.
შეგახსენებთ, რომ გუშინ აფხაზურმა ინტელიგენციამ გამოქვეყნებულ ღია წერილში განაცხადა, რომ აფხაზეთში ხელისუფლების ძალადოვრივი გადატრიალება მოხდა.
„დღეს აფხაზურ საზოგადოებაში აცნობიერებენ, რომ პრეზიდენტ ალექსანდრე ანქვაბს თავისი ხედვა ჰქონდა იმისა თუ როგორ უნდა გამყარებულიყო პარტნიორობა რუსეთის ფედერაციასთან. ის დაფუძნებული იყო აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის გამყარების იდეაზე, მეგობრული რუსეთის მხარდაჭერით.
აფხაზეთის სუვერენიტეტის მნიშვნელოვანი შემცირებას კი „ასოცირებული ურთიერთობების" ფარგლებში პერსპექტივა არ აქვს. „ასოცირებული ურთიერთობების" იდეა ამა თუ იმ ფორმით გაჟღერებული იყო ვ. სურკოვის შეხვედრების დროს აფხაზ პოლიტიკოსებთან და საზოგადოების წევრებთან ამ მოვლენებამდე მცირე ხნით ადრე. სურკოვის თანაშემწე მ. მამონოვიც აქტიურად განიხილავდა ამ თემას.
შექმნილ სიტუაციაში შეშფოთებას გამოვთქვამთ იმასთან დაკავშირებით, რომ არის მცდელობა აფხაზური საზოგადოება დაუბრუნდეს იმ საკითხების განხილვას რომელზეც პასუხი მან დიდი ხნის წინ გასცა",_ ნათქვამია ღია წერილში.