დღეს ვაშლიჯვარში სპეცდანიშნულების კურსის მე-13 გამოშვების აღსანიშნავად საჩვენებელი სწავლება გაიმართა.
სწავლებაში კურსდამთავრებულები მონაწილეობდნენ. წვრთნას გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე და სპეციალური ოპერაციების ძალების მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი დიმიტრი კიკნაძე დაესწრნენ. საჩვენებელი სწავლების დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულებს სერტიფიკატები გადაეცათ. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა და წარმატებული სამხედრო კარიერა უსურვა.
„დასრულდა კიდევ ერთი მოსამზადებელი კურსი, რომელიც ეხებოდა სპეცდანიშნულების მებრძოლის მომზადებას. კურსი დაიწყო მთელი შეიარაღებული ძალებიდან სამასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ. შეირჩნენ საუკეთესოები. ძალიან რთული კურსი იყო. ვიმედოვნებთ, რომ წარმატებით ემსახურებიან ქვეყანას და წარმატებული სამხედროები იქნებიან"- განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.
სპეცდანიშნულების კურსი 11 თვის მანძილზე მიმდინარეობდა, სადაც საქართველოს შეიარაღებული ძალებიდან 500-მდე მსურველი ჩაირიცხა. კურსის სირთულიდან გამომდინარე, სამხედრო მოსამსახურეთა მცირე რაოდენობამ შეძლო მომზადების დაძლევა.
მასალის გამოყენების პირობები