აფხაზეთის ე.წ. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ოკუპირებული რეგიონის ე.წ. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების ჩასატარებლად 14 მილიონ 258 ათას 500 რუბლია საჭირო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზურ მედია ავრცელებს.
აფხაზური ე.წ. ცესკოს წარმომადგენლის ბათალ ტაბაღუას ინფორმაციით, ე.წ. ცესკოს დანახარჯების აღრიცხვა ე.წ. პარლამენტში უკვე წარდგენილია.
მათივე ინფორმაციით, სულ აფხაზეთში 35 ე.წ. საარჩევნო ოლქი და 173 ე.წ. საარჩევნო უბანია.
შეგახსენებთ, რომ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარე წლის 24 აგვისტოს უნდა ჩატარდეს.
მასალის გამოყენების პირობები