საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ალბანეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი ესტუმრა. ალბანელ კოლეგას მიმი კოდელის საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია მასპინძლობს.
დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ეროვნული გვარდიის სამხედრო სასულე ორკესტრმა ალბანეთისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები შეასრულა.
მიღების ოფიციალური ცერემონიალის დასრულების შემდეგ, ორი ქვეყნის თავდაცვის მინისტრებს შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრას სამინისტროსა და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი პირები დაესწრებიან. მოგვიანებით, ირაკლი ალასანია და მიმი კოდელი მედიისთვის ბრიფინგს გამართავენ.
დღესვე, ალბანეთის თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი, დელეგაციის წევრებთან ერთად, გმირთა მოედანზე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.