ავღანეთში 1-ელი იანვრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი განახევრდება. Aამის შესახებ, ჟურნალისტებთან მთავრობის ადმინსიტრაციაში უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ საბჭოს მდივანმა მინდია ჯანელიძემ განაცხადა.
მისივე განცხადებით, აღნიშნული საკითხის გადაწყვეტაში ჩაერთვება როგორც პრეზიდენტი, ასევე საკანონმდებლო ორგანო და უშიშროების საბჭო.
,,ამ საკითხში აუცილებლად იქნება ჩართული საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, უშიშროების საბჭო და პარლამენტი. თუმცა არსებობს გეგმა, მონახაზი, რომ 1-ელი იანვრიდან საქართველოს შეიარაღებული ძალების კონტინგენტი განახევრდება და შეადგენს დაახლოებით 700Q სამხედრო მოსამსახურეს", - განაცხდა მინდია ჯანელიძემ.