ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეულის გაცილების ცერემონია ხვალ გაიმართება.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ქართული ასეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში 6-თვიანი სამშვიდობო მისიით გაემგზავრება, რომელიც ევროკავშირი გაერო-ს რეზოლუციის შესაბამისად ხორციელდება.
როგორც ცნობილია, ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში დაგეგმილ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის შესახებ თხოვნით თებერვალში მიმართა.
საქართველოს მთავრობამ ევროკავშირის ეგიდით დაგეგმილ მისიაში ქართული მხარის ჩართვას მხარი დაუჭირა.