"ამათ ვერც ვერაფერი ისწავლეს და ვერც ვერაფერი დაივიწყეს", - თქვა თანამემამულეებზე ელბიდან დაბრუნებულმა ნაპოლეონმა. ალბათ, იმავეს თქმა შეიძლებოდა ჩვენს პოლიტიკოსებსა და მათ პოლიტიკურ პარტიებზეც. ამის კარგი მაგალითი თუნდაც წლევანდელი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებია.
ამომრჩეველს, ალბათ, არც ერთ წინა არჩევნებზე არ უნახავს წინასაარჩევნოდ სახელდახელოდ შექმნილი ერთი შეხედვით შეუთავსებელი სუბიექტებისგან დაკომპლექტებული ამდენი უცნაური ალიანსი თუ ბლოკი. ნამდვილად გამართლდა ცნობილი თეზა, რომ არ არსებობენ მუდმივი მეგობრები და მტრები, მაგრამ არსებობენ მუდმივი ინტერესები. რამ დააკავშირა ერთმანეთთან პრორუსული ორიენტაციის კახა კუკავას "თავისუფალი საქართველო" და მკვეთრად პროდასავლური "ახალი მემარჯვენეები"?! ან რამ შეკრა ერთ საარჩევნო ბლოკში ასევე ფუნდამენტურად განსხვავებული ორიენტირების მქონე ნინო ბურჯანაძის "დემოკრატიული მოძრაობა" და "ქრისტიან-დემოკრატები"?! აღარაფერს ვიტყვით სხვა უცნაურ წინასაარჩევნო ალიანსებზე. პოლიტიკურ რუკაზე ნებისმიერ ფასად დარჩენის ინტერესმა გადასწონა ღირებულებები, პოლიტიკური, იდეოლოგიური პრინციპები, ორიენტაციული პრიორიტეტები და თუ გნებავთ მორალური კრიტერიუმები. მხოლოდ ეს ერთი გარემოებაა მკაფიო ინდიკატორი იმისა, რა დონეზეა ჩვენი პოლიტიკური კლასი და, ზოგადად, პოლიტიკური კულტურა. მმართველი კოალიცია "ქართული ოცნება" და მის მთავარ ოპონენტად გაფორმებული "ნაციონალური მოძრაობა" თავიანთი ქმედებებით კიდევ უფრო ამძიმებენ არსებულ პოლიტიკურ სურათს. რთული წარმოსადგენია, რომ ყოველივე ამის შემხედვარე ამომრჩეველი ნდობით განიმსჭვალოს ამჟამინდელი პოლიტიკური მოთამაშეების მიმართ. ამიტომაც იმატა სკეპტიკოსთა რაოდენობამ როგორც სოციოლოგიურ გამოკითხვებში ისე სოციალურ ქსელებში. სულაც არ არის შემთხვევითი, რომ საზოგადოება დამცინავ-ირონიული ფორმით - "ქოცებად" და "ნაცებად" რომ მოიხსენიებს ორივე საპარლამენტო სუბიექტს. ეს პატარა, თითქოსდა უმნიშვნელო, დეტალიც კი მიგვანიშნებს იმაზე, რომ საზოგადოების დიდი ნაწილის თვალში განსხვავება ამ ორ პოლიტიკურ სუბიექტს შორის ნელ-ნელა იშლება.
საზოგადოებრივი უკმაყოფილება წვეთ-წვეთად გროვდება ხოლმე. ხელისუფლების ელექტორატს, და არა მარტო მათ, უკმაყოფილების ბევრი მიზეზი დაუგროვდა. თავისუფლება და შიშის ფაქტორის მოხსნა მშიერ კუჭებს ვერ დააპურებს. ხელისუფლების მხრიდან რეპრესიების შიში მზარდი კრიმინალის მიმართ შიშმა შეცვალა. რამდენი სტატისტიკაც არ უნდა აქვეყნოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ კრიმინალის შემცირების შესახებ, საზოგადოება თავად ხედავს და ისმენს გაზრდილი კრიმინალის რეალურ ისტორიებს; იმედგაცრუებულია სამართლიანობის აღდგენის მომლოდინე ათიათასობით ადამიანი. მათმა უმრავლესობამ ხომ "ქართულ ოცნებას" ხმა მხოლოდ ამ დაპირების გამო მისცა; გარდა ამისა, საზოგადოებაში სოციალური უსამართლობის განცდა გამძაფრდა, რაც ყველაზე უფრო საშიშია ხელისუფლებისთვის. ხალხი ხედავს, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ "ქართულმა ოცნებამ", "ნაციონალების" მსგავსად, სოციალური კეთილდღეობის საბანი მხოლოდ საკუთარ თავსა და მასთან დაახლოებულებს გადააფარა. კლანურობამ, ნეპოტიზმმა და პროტექციონიზმმა ლამის "პოლიტიკური ტრაიბალიზმის" ფორმა მიიღო და ამ კუთხით ბევრით არაფრით განსხვავდება "ნაციონალების" მიერ ჩამოყალიბებული მსგავსი სისტემისგან. შეცდომების რაოდენობა და ხარისხი, რომელიც "ქართულმა ოცნებამ" წინასაარჩევნო პერიოდში დაუშვა თუ დააშვებინეს, კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. ბოლო თვეებში ხელისუფლებას მართლაც ბევრი სკანდალი გადახდა თავს. რად ღირდა თუნდაც მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებული მართლაცდა სამარცხვინო სკანდალი. ყველას გვახსოვს პრემიერ ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმეზე ატეხილი ხმაური, სკანდალური ვიდეოკადრების გამოქვეყნება, საქმის მალე გახსნის დაპირება და გაურკვეველი დროით გადადება და კიდევ ბევრი სხვა. სამართლიანობის აღდგენით სახელდებული პროცესი, შეიძლება ითქვას, ჩავარდა. ვანო მერაბიშვილისა და ბაჩო ახალაიას გარდა, "ნაცმოძრაობის" ხელისუფლების ვერც ერთი წარმომადგენლის მიმართ სამართლებრივი დევნა ვერ დასრულდა იმ შედეგით, რასაც საზოგადოება ელოდებოდა. რამდენიც არ უნდა ილაპარაკონ "ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, რომ სასამართლო წნეხისგან გაათავისუფლეს და ის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს აღარ იღებს, მათი მხარდამჭერები ამ არგუმენტს არ მიიღებენ, რადგანაც მათ "ნაციონალების" დასჯა სწყურიათ. ეს რომ ასეა, ამაში "ნაციონალებზე" გახშირებული თავდასხმების ფაქტებიც გვარწმუნებს.
ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში დაპირისპირებამ პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილსა და პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შორის უკვე ტრაგიკომიკური სახე შეიძინა და კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ხელისუფლების პოლიტიკური ინფანტილიზმი, რაც მათ ამომრჩეველს ნამდვილად არ მოეწონებოდა. ამომრჩეველს არ მოსწონს სახელისუფლებო ვერტიკალში და სახელმწიფო სტრუქტურებში მოშლილი დისციპლინა და კონტროლი, სწორედ ამის შედეგი იყო სასჯელაღსრულების დეპარტამენტში განვითარებული ე.წ. "პრემიების სკანდალი", რომელიც შეიძლება სულაც არ აღმოჩნდეს უკანასკნელი და არჩევნების წინა დღეებში მორიგი "საინფორმაციო ბომბი" ვიხილოთ. საქართველო პატარა და მოწყვლადი ქვეყანაა. მისი თავისებურებებიდან გამომდინარე, შემთხვევით ფაქტორებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ამიტომაც "საინფორმაციო ბომბები" დიდ გავლენას ახდენს ხალხის მყისიერ არჩევანზე.
უკვე ბევრი, მათ შორის ხელისუფლების გულშემატკივარი, საუბრობს მმართველი გუნდის სისუსტესა და უნიათობაზე. შემთხვევითი არ არის, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში "ნაციონალები" და უკვე სხვა ოპონენტებიც ძირითად აქცენტს ხელისუფლების უუნარობაზე აკეთებენ, რადგანაც კარგად იციან, რომ არც ერთ ქვეყანაში ამომრჩეველი სუსტ ხელისუფლებას არ სწყალობს. საქართველოში კი ეს განწყობა ერთიორადაა გამძაფრებული, ჩვენი კულტურულ-მენტალური თავისებურებებიდან გამომდინარე.
შეიძლება პარადოქსულად გამოიყურებოდეს, მაგრამ "ქართულ ოცნებას" ზოგიერთი მისი მიღწევა თავის ტკივილად გადაექცა. "ქართულმა ოცნებამ" მედია და სამოქალაქო სექტორი არა მხოლოდ წნეხისგან გაათავისუფლა, წინა ხელისუფლებასთან შედარებით უფრო მეტად თანამშრომლობს მათთან. თუმცა მას შემდეგ, რაც განთავისუფლებულმა მედიამ და სამოქალაქო სექტორმა აქტიურად დაიწყეს იმ ფუნქციების შესრულება, რის საშუალებასაც მათ ბოლო 9 წლის მანძილზე არ აძლევდნენ, ხელისუფლებისგან ხშირად არაადეკვატურად ხისტ და მტკივნეულ რეაქციას წააწყდნენ. საქმე ისაა, რომ სწორედ თავისუფალი და კრიტიკული მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მოღვაწეობის შედეგად გამოდის სააშკარაოზე ბევრი ისეთი ინფორმაცია, რომლის გავრცელებაც ხელისუფლებას არ აწყობს, რადგანაც ამით საზოგადოებაში ხელისუფლებისთვის არასასურველი განწყობები ყალიბდება. ხელისუფლების მიმართ უარყოფითი განწყობების კულტივირებას კი ყველანაირად უწყობს ხელს "ნაციონალური მოძრაობა" მისი საგარეო კავშირებით, სოლიდური ფინანსებითა და კონტროლირებადი მედიასაშუალებებით.
ხელისუფლების პრობლემა კიდევ ისაა, რომ განსხვავებით "ნაცმოძრაობისგან", სადაც ყველა რესურსი ერთ სტრუქტურაშია კონსოლიდირებული და პარტიას აქვს სხვადასხვა ვალდებულებებით მჭიდროდ დაკავშირებული საკმაოდ ქმედითი ქსელი, ასევე, პარტიული და ღირებულებითი იდენტობის მაღალი ხარისხი, "ქართული ოცნების" რიგებში ამგვარი ტიპის იდენტობა და კონსოლიდაცია არ იკითხება. პოლიტიკური, ადამიანური და ინტელექტუალური რესურსები სხვადასხვა ჯგუფების მიერ კონტროლდება და დაქსაქსვის ალბათობა დიდია. ამ არჩევნებზე წინანდელი ეფექტურობით, ალბათ, ბიძინა ივანიშვილის ფაქტორიც ვეღარ იმუშავებს.
თუმცა, "ქართულ ოცნებას" ჯერ კიდევ აქვს ის "მაშველი რგოლი", რომელიც მას აქამდე წარმატებით ეხმარებოდა პრობლემებისგან თავის დაღწევასა და არჩევნების მოგებაში. ეს "მაშველი რგოლი" კი გახლავთ მისი მთავარი ოპონენტის, "ნაცმოძრაობის" მიმართ საზოგადოების უმრავლესობის ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება და ასპარეზზე სხვა ძლიერი ალტერნატიული ძალის არარსებობა. როგორც ჩანს, ეს ტენდენცია შენარჩუნდება, როგორც მინიმუმ, უახლოესი ერთი წელი, რადგანაც "ნაცმოძრაობას" რეალური რებრენდინგის მზაობა და პოტენციალი არ აღმოაჩნდა. თვისობრივად ახალი ე.წ. "მესამე ძალა" კი ჯერჯერობით არ იკვეთება. მისი პირველი კონტურების გამოკვეთას, ალბათ, საპარლამენტო არჩევნების წინ უნდა ველოდეთ.
"ქართული ოცნება", ალბათ, გრძნობს და ხედავს იმ მანკიერ წრეს, რომელიც მის გარშემო ნელ-ნელა იკვრება. თუმცა, საკუთარი სიძლიერის დემონსტრირებისთვის მან შექმნილ სიტუაციაზე რეაგირების არცთუ ადეკვატური გზა აირჩია. ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებები, რომ "ქართული ოცნება" არც ერთ რეგიონსა და ქალაქში არ დაუშვებს სხვა პოლიტიკური ძალის გამარჯვებას, რომ "ნაციონალების" არც ერთი ნარჩენი არ უნდა დავტოვოთ და ავადსახსენებელი კოჰაბიტაცია საზიანო იყო ქვეყნისთვის, აუცილებლად გახდება კრიტიკის საგანი საქართველოს დასავლელი პარტნიორების მხრიდან. განცხადება შეიძლება აღქმულ იქნას სახელისუფლებო სტრუქტურებისადმი გაცემულ პირდაპირ დირექტივად. თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ამ ხნის განმავლობაში "ქართულმა ოცნებამ" საკმაოდ მოიმრავლა "ჩასაფრებულთა" რაოდენობა, მათი მხრიდან ინფორმაციული, პროპაგანდისტული თუ ფსიქოლოგიური შეტევები მმართველ პარტიაზე გაძლიერდება. არ არის გამორიცხული, რომ არასრულყოფილ საარჩევნო კოდექსთან და საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ სხვა პრობლემებთან ერთად, ღარიბაშვილის აღნიშნული განცხადებები აღმოჩნდეს არჩევნების ლეგიტიმურობის ეჭვქვეშ დაყენების საბაბი. ხელისუფლების ოპონენტები აუცილებლად სათავისოდ გამოიყენებენ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელმაც გიგი უგულავასთვის თბილისის მერის უფლებამოსილების შეჩერება უკანონოდ მიიჩნია. ბუნებრივია, ეს ყოველივე სხვა ნეგატიური ფაქტების ფონზე საზოგადოებაში ნეგატიურ განწყობებს ქმნის. ცოტა ხნის წინ NDI-ს მიერ ჩატარებული გამოკითხვებით "ქართული ოცნება" უკონკურენტო ფავორიტი იყო და ამაში ეჭვი თითქმის არავის ეპარებოდა. თუმცა, არჩევნებამდე ორიოდე კვირით ადრე, დიდი ალბათობით, განწყობები შეცვლილია, მაგრამ, სავარაუდოდ, არა იმ დოზით, რომ მნიშვნელოვნად შეცვალოს არჩევნების პროგნოზირებული შედეგი.
ასეა თუ ისე, ამ არჩევნების შედეგად "ნაცმოძრაობის" 9-წლიანი მმართველობა უკვე საბოლოოდ და ოფიციალურად დასრულდება. ის კარგავს ძალაუფლების უკანასკნელ ბერკეტს. თუმცა, სამართლიანი არჩევნების პირობებში რთული წარმოსადგენია, "ქართულმა ოცნებამ" ტოტალური გამარჯვება მოიპოვოს და ერთპარტიული თვითმმართველობები მივიღოთ. რამდენიმე თვითმმართველ ერთეულში, ალბათ, ოპოზიციიდან არჩეული მერები, გამგებლები და მრავალპარტიული საკრებულოები გვეყოლებიან. წესით, ასეთი მრავალპარტიულობა "ქართული ოცნების" ინტერესშიც უნდა იყოს, რათა დასავლეთის თვალში არჩევნების დემოკრატიულობა და ლეგიტიმურობა ეჭვქვეშ არ დადგეს. როგორც ცნობილია, არჩევნებიდან ორ კვირაში, 27 ივნისს საქართველომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას უნდა მოაწეროს ხელი.
ზაალ ანჯაფარიძე, გაზეთი "პრემიერი"

ავტორი: . .