ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შრომითი ანაზღაურება ავღანეთში მყოფთა ხელფასებს გაუთანაბრდება.
თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მიერ "საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა შრომის ანაზღაურების, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ" ბრძანებაში განხორციელებული ცვლილებების მიხედვით, ცენტრალური აფრიკის კონტიგენტის ანაზღაურება განისაზღვრა. იგი ზუსტად იმ ოდენობას შეადგენს, რაც აქვთ ავღანეთში წარგზავნილ სამხედრო მოსამსახურეებს. ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში, ევროკავშირის მანდატით, შეიარაღებული ძალების ასეულს გაგზავნიან.
წოდებების მიხედვით, შრომითი ანაზღაურება შემდეგი ოდენობით დამტკიცდა: პოლკოვნიკი - 1 770 აშშ დოლარი; ვიცე-პოლკოვნიკი - 1 570 აშშ დოლარი; მაიორი - 1 370 აშშ დოლარი; კაპიტანი - 1 190 აშშ დოლარი; უფროსი ლეიტენანტი - 1 090 აშშ დოლარი; ლეიტენენტი - 1 070 აშშ დოლარი; მთავარი სერჟანტი - 1 000 აშშ დოლარი; მასტერ სერჟანტი - 950 აშშ დოლარი; უფროსი სერჟანტი - 890 აშშ დოლარი; სერჟანტი - 860 აშშ დოლარი; უმცროსი სერჟანტი - 830 აშშ დოლარი; კაპრალი, კაპრალ-სპეციალისტი - 800 აშშ დოლარი; პირველი კლასის რიგითი - 770 აშშ დოლარი; რიგითი - 150 აშშ დოლარი; სამოქალაქო პერსონალის სტატუსის მქონე პირი - 1 200 აშშ დოლარი.