საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა ეროვნული სასწავლო ცენტრი „კრწანისი" მოინახულა.
გაცნობითი ბრიფინგის დროს, სასწავლო ცენტრის ინსტრუქტორებმა გენერალ-პოლკოვნიკ ზაკირ ჰასანოვს ცენტრის სპეციფიკის შესახებ პრეზენტაცია წარუდგინეს. ბრიფინგის დასრულების შემდეგ, აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრმა საარტილერიო სკოლისა და ე.წ. ალფონსის სიმულაციური ცენტრები მოინახულა. ტექნიკურ-სამეცნიერო ცენტრმა „დელტამ" აზერბაიჯანული დელეგაციისთვის სამხედრო ტექნიკის გამოფენა მოაწყო, სადაც დელეგაციის წევრებს საშუალება მიეცათ ქართული სამხედრო წარმოებას გაცნობოდნენ.
ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში" სტუმრობისას აზერბაიჯანის სამხედრო უწყების პირველი პირი მარნეულის საავიაციო ბრიგადაში მოსამსახურე ეთნიკურად აზერბაიჯანელ სამხედრო მოსამსახურეებსაც შეხვდა.
მასალის გამოყენების პირობები