თავდაცვის სამინისტროს დელეგაცია მინისტრის მოადგილის, მიხეილ დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით, ბრიუსელში იმყოფება. დღეს, ნატოს შტაბ-ბინაში პოლიტიკისა და პარტნიორობის კომიტეტის დონეზე ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართება. შეხვედრაზე თავდაცვის დაგეგმვისა და მიმოხილვის პროცესის (PARP) ფარგლებში აღებული პარტნიორობის მიზნები განიხილება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწესთან პოლიტიკური საკითხებისა და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში, ჰაინრიხ ბრაუსთან და ნატოს უსაფრთხოების ოფისის (NOS) უფროსთან, სტეფან სმიტთან. შეხვედრებზე მხარეები ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროში მიმდინარე რეფორმების შედეგად მიღწეულ პროგრესსა და სამომავლო პერსპექტივებს განიხილავენ.