სსიპ კადეტთა სამხედრო ლიცეუმი აცხადებს 2014-2015 სასწავლო წლისათვის მოსწავლეთა მიღებას.
• ლიცეუმში მიიღებიან ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო დაწესებულების მოსწავლე ვაჟები, რომლებიც 2014 წელს დაამთავრებენ ზოგადი განათლების საბაზო საფეხურს (IX კლასი) და დააკმაყოფილებენ შესარჩევი კონკურსის პირობებს.
საბუთების მიღება იწარმოებს 2014 წლის 23 ივნისიდან 7 ივლისამდე, ყოველდღიურად (შაბათ-კვირის ჩათვლით) 10:00-დან 18:00 საათამდე.
• მისამართი: ქ. ქუთაისი ავტომშენებლის # 51.
საბუთების მიმღებ კომისიაზე უნდა გამოცხადდეს, როგორც მოსწავლე, ასევე, მშობელი/კანონიერი წარმომადგენელი (წარმომადგენლობითი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტით)
• დამატებითი ინფორმაციისათვის იხილეთ კადეტთა სამხედრო ლიცეუმის ოფიციალური გვერდი: cadedt.mod.gov.ge
ტელ.: 0341 29 61 15 • 0431 29 80 01 • 577 19 94 56