გიორგი ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრს მაგისტრანტები ეწვივნენ.
თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის მაგისტრატურის სტუდენტებს სერჟანტთა მომზადების ცენტრის მეთაურმა, მაიორმა ლაშა დავითაძემ უმასპინძლა.
სკოლის მეთურმა სტუდენტებს სკოლის ინფრასტრუქტურა, სასწავლო პროგრამა და შეიარაღება გააცნო.
ახალგაზრდებთან შეხვედრისას საუბარი შეეხო ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მონაწილეობას კოსოვოში, ერაყსა და ავღანეთში წარმოებულ საერთაშორისო ოპერაციებში.
სერჟანტთა მომზადების ცენტრის ინსტრუქტორებმა სტუდენტებს სხვადასხვა ცეცხლსასროლი იარაღიდან ფუჭი ვაზნებიც ასროლინეს.
სერჟანტთა მომზადების ცენტრის სამეთაურო-საშტაბო კურსის 34 მსმენელს უნივერსიტეტში კონფლიქტოლოგიის საკითხებზე სპეციალური სემინარი უკვე ჩაუტარდა.
მეორე ეტაპზე სერჟანტებმა სტუდენტები და ლექტორები უკვე სასწავლო ცენტრში მოიწვიეს.