ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველმა სამხედრო მოსამსახურეებმა გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაული აღნიშნეს. სადღესასწაულო წირვა ბაზა „ლეზერნეკის" ქართულ სამლოცველოში მოძღვარმა მამა ავთანდილმა აღავლინა. კაპელანმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის და ISAF-ის მისიაში გარდაცვლილი ქართველი სამხედროების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების, II ქვეითი ბრიგადის 23-ე ბატალიონის სამხედროებმა ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით სხვადასხვა სახის სპორტული შეჯიბრებებიც გამართეს. გამარჯვებული სამხედრო მოსამსახურეები სიმბოლური საჩუქრებითა და სერთიფიკატებით დაჯილდოვდნენ.