თავდაცვის უწყების ერთ-ერთ პრიორიტეტი სამხედრო მოსამსახურეთა განათლების დონის ამაღლებაა. ამ მიზნით, დღეს, საქართველოს შეიარაღებულ ძალების მე-4 მექანიზირებული ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეები გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს ესტუმრნენ.
სამხედროებმა ეთნოგრაფიულ მუზეუმში საქართველოს 14 ზონის ისტორიულ-ეთნოგრაფიული რეალობისთვის დამახასიათებელი ხუროთმოძღვრული ნიმუშები, სამეურნეო ნაგებობები და ეთნოგრაფიულ-მატერიალური კულტურის ამსახველი ექსპონატები დაათვალიერეს.
ღონისძიება თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელობის ინიციატივით განხორციელდა. სამხედრო მოსამსახურეებისთვის მსგავსი ტიპის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებები ინტენსიურად ხორციელდება.