საქართველოს ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ყველაფერს აკეთებს, რათა წინა მთავრობების წარმატებების საფუძველზე საქართველო კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატოს .
ამის შეახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ ბრუკინგსის ინსტიტუტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მინსიტრის განცახდებით, პირველმა პრეზიდენტმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, მეორე პრეზიდენტმა საერთაშორისო რუკაზე დააფიქსირა საქართველო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია.
"ჩვენ უახლოეს ხანებში ევროკავშირთან ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმების ხელმოწერას ველოდებით, რომელიც სავარაუდოდ, ივნისის მეორე ნახევარში გაფორმდება. ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმება იქნება იმ პროგრესის დასტური რასაც საქართველომ ათწლეულების განმავლობაში მიაღწია. ყველა ადმინისტრაციამ იმუშავა იმისთვის, რომ ქვეყანა აქამდე მიეყვანა. პირველმა პრეზიდენტმა მოიპოვა დამოუკიდებლობა, მეორე პრეზიდენტმა საერთაშორისო რუკაზე დააფიქსირა საქართველო, პრეზიდენტმა სააკაშვილმა აჩვენა, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ძლიერია, ამჟამინდელი პრემიერი კი აკეთებს ყველაფერს, რათა წინა მთავრობების წარმატებების საფუძველზე, კიდევ უფრო დაუახლოვდეს ნატო-ს", - განაცხადა ალასანიამ.
მისივე თქმით, უფრო სწრაფი, ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას აშშ-მა და ნატო-მ, რომ საქართველო ძალიან მალე გახდეს ნატო-ს წევრი.
"მე მთავრობის დავალებით აშშ-ში ვიზიტისას ორ საკითხზე ვარ კონცენტრირებული. ეს არის თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა. საქართველოს სტრატეგიულ ურთიერთობებში ამერიკასთან ერთ-ერთი დიდი ფრთა სწორედ თავდაცვას და უსაფრთხოებას უკავია. მეორე საკითხი არის ნატო-ში გაწევრიანება. აღნიშნულ კონტექსტში, რაც ხდება ახლა უკრაინაში, უფრო სწრაფი, ეფექტური ნაბიჯები უნდა გადადგას აშშ-მა და ნატო-მ, რომ საქართველო ძალიან მალე გახდეს ნატო-ს წევრი", - აღნიშნა ალასანიამ.
ირაკლი ალასანიას განცხადება ტელეკომპანია "რუსთავი 2"-მა გაავრცელა.