ჩეჩნური ინტერნეტგამოცემა დოკუ უმაროვის მიმართვას აქვეყნებს, რომელშიც უმაროვი სამ საკითხს ეხება და აცხადებს, რომ კავკასიაში მებრძოლი ადამიანები რუსეთის წინაშე უკან არასოდეს დაიხევენ და კავკასიისაგან არც ერთ გოჯ მიწას არასოდეს მოხლეჩენ.
"მე კავკასიის მოჯაჰედების ამირი _ დოკუ უმაროვი. ჩემი მისამართით ძალიან ბევრი კითხვა დაგროვდა, რომლებზეც ჩემმა ძმებმა მთხოვეს მეპასუხა.
პირველი კითხვა იმ რიტორიკას ეხება, რომელიც მედიით აქტიურად მიმდინარეობს და რომელიც ჩემს "ლიკვიდაციას" და ასევე იმას ეხება, რომ "ეს ზამთარი კავკასიაში არსებული ყველა მოჯაჰედისათვის ბოლო ზამთარია". არაკეთილმოსურნეებს ვპასუხობ: ცხვირი მოიხოცეთ. კეთილმოსურნეებს კი ვეუბნები: ჩვენ ყველანი მოკვდავები ვართ და მხოლოდ ალლაჰის ხელშია გადაწყვიტოს დრო და თარიღი როდის გამიყვანოს ამ ქვეყნიდან. ამისათვის მზად ვარ. ჩემთვის მთავარი სულია, თავისუფალი ადამიანის სული, რომელიც დაუცირებელი უნდა წავიდეს ამ ქვეყნიდან, ისე, რომ სხეულმა არასოდეს მოიყაროს მუხლი არავის წინაშე ღვთის გარდა.
პუტინები, კადიროვები და სხვა პუტინის ძაღლები აცხადებენ, რომ ჩვენთვის მოჯაჰედებისათვის ეს ბოლო ზამთარია კავკასიაში. ეს სიტყვები ამ ძაღლებისაგან მე უკვე 11 წელიწადია მესმის და ეს ზამთარიც საცაა მიილევა, ამიტომაც ამ სიტყვებს ჩვენ ყურადებას არ ვაქცევთ", _ ნათქვამია მიმართვაში.
უმაროვი ასევე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის მიერ ახლახანს შექმნილ ჩრდილო კავკასიის რეგიონის შექმნას და აცხადებს: "რაც შეეხება რუსეთის ხელისუფლების მიერ ახალი "ჩრდილო-კავკასიის რეგიონის" შექმნას და მისგან კრასნოდარის მხარის გამოყოფას. რა ოლქებიც არ უნდა შექმნან მათ და როგორი პრეზიდენტებიც არ უნდა აირჩიონ ჩვენ ეს არ გვაინტერესებს _ ეს ჩვენი მტრის პოლიტიკაა. თუმცა ამ ოლქის წარმოქმნის შესახებ ერთი რამ უნდა ავღნიშნო: ამ ოლქის შექმნით, კრემს სურს ერთი რამ _ ყველას აჩვენოს, რომ კრასნოდარის მხარე ამ ე.წ. ოლქში არასოდეს არ შესულა.
ის რასაც ისინი კრასნოდარის მხარეს ეძახიან, სინამდვილეში ჩვენი ძმების ადიგების, აბაზინებისა და ჩერქეზების მიწაა. ამიტომაც მე სრული პასუხისმებლობით ვაცხადებ და ანდერძად ვუტოვებ კიდეც იმ მოჯაჰედებს, რომლებიც ჩვენს შემდეგ მოვლენ _ ეს ჩვენი ძმების მიწაა და ჩვენი წმინდა ვალია ამ მიწის გაწმენდა. ჩვენ ამას გავაკეთებთ იმიტომ, რომ ჩვენ არასოდეს ვყოფთ კავკასიურ მიწებს კავკასიისგან.
მას შემდეგ რაც ჩვენ ჩვენი ძმების მიწებს გავათავისუფლებთ, იმ მიწების გათავისუფლებასაც შევუდგებით, რომლებიც "რუსნიას" აქვს ოკუპირებული: ესენია: ასტრახანი და პოვოლჟიე _ მიწები რომლებიც დღეს რუსული ჩექმის ქვეშ იმყოფება", _ ნათქვამია მიმართვაში.
მესამე კითხვა, რომელსაც უმაროვი პასუხს სცემს _ მოჯაჰედების რაოდენობას ეხება _ "ძმებო, ბევრნი ვართ, ახალგაზრდობაც იღვიძებს საღათას ძილიდან და თანდათან ხვდება, რომ კავკასიის მიწების გათავისუფლება მონობისგან მხოლოდ იარაღით ხელში შეიძლება", _ ნათქვამია მიმართვის ბოლოს.