საჩხერიდან გატაცებული საქართველოს 6 მოქალაქე უკვე მეხუთე დღეა ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. გატაცებულების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე არ აქვთ არც ოჯახის წევრებს.
რუსმა სამხედროებმა სოფელ სხვიტორისა და კორბოულის მკვიდრები მაშინ დააკავეს, როცა ისინი ტყეში იმყოფებოდნენ. ცხინვალის იზოლატორში რჩება ასევე 10 დღის წინ გატაცებული 3 მოქალაქე.