საქართველოს თავდაცვის მინისტრი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პენტაგონში ორმხრივ შეხვედრას გამართავს ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანთან ჩაკ ჰეგელთან. შეხვედრაზე აშშ-სა და საქართველოს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს განიხილავენ. საუბარი ასევე შეეხება საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს.
დაგეგმილია შეხვედრები თეთრი სახლისა და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი დონის წარმომადგენლებთან.
ვიზიტის მნიშვნელოვანი ნაწილი ამერიკის შეერთებული შტატების სენატსა და წარმომადგენელთა პალატაში შეხვედრებს დაეთმობა. ირაკლი ალასანია ვაშინგტონში აშშ-ს ატლანტიკური საბჭოს კონფერენციაშიც მიიღებს მონაწილეობას, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე პრეზიდენტი ჯოზეფ ბაიდენი და სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი დაესწრებიან.
თავდაცვის მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს აშშ-ის გავლენიანი არასამთავრობო სექტორისა და კვლევითი ცენტრების წარმომადგენლებთან. შეხვედრები იგეგმება გაერთიანებული ერების ორგანიზაციაშიც.
მასალის გამოყენების პირობები