თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ბრძანებით "თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგია" დამტკიცდა.
სტრატეგია მიზნად ისახავს სამინისტროში დისკრიმინაციის ყველა ფორმის პრევენციას.
ამასთან, ‘‘საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენდერული თანასწორობის სტრატეგიის'' მიზანია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში ამ მიმართულებით არსებული სახელმწიფო პოლიტიკის გატარებისა და ინტეგრირების ხელშეწყობას, კერძოდ, ქალისა და მამაკაცის თანასწორი უფლებების, თავისუფლებებისა და შესაძლებლობების რეალიზაციისათვის სათანადო პირობების შექმნა.