მიხეილ სააკაშვილი ბაქოს მე-2 გლობალურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას. 27 აპრილს მიხეილ სააკაშვილი ბაქოში ჩავა და მონაწილეობას მიიღებს სამხრეთ კავკასიის ერთობლივი საზოგადოებების მეორე გლობალურ ფორუმში. სააკაშვილი ფორუმში ნაზიმ განჯიევის საერთაშორისო ცენტრის წევრის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას. აზერბაიჯანის დიასპორასთან საქმიანობის სახელმწიფო კომიტეტის ინფორმაციით, იგეგმება სააკაშვილის სიტყვით გამოსვლა სესიაზე, რომელიც მდგრად ინსტიტუციონალურ განვითარებას ეხება.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილმა გასულ წელს პრეზიდენტის რანგში მონაწილეობა მიიღო სამხრეთ კავკასიის პირველ გლობალურ ფორუმში. წელს ფორუმში მონაწილეობისთვის მიწვეულია 45 სახელმწიფოს მეთაური.