2014 წელს ნატოს მიერ შავ ზღვაში გასამართ სამხედრო წვრთნაში მონაწილეობას საბრძოლო დელფინებიც მიიღებენ. ამის შესახებ აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების წარმომადგენელმა ტომ მლაპუცამ განაცხადა.
მისი თქმით, სწავლება რომელშიც მონაწილეობას 20 დელფინი და 10 ზღვის ლომი მიიღებს ორი კვირა გაგრძელდება. ეს ასეთი სახით ნატოს პირველი სწავლება იქნება.
დელფინები შავ ზღვაში ახალი ანტირადარის ტესტირებას მოახდენენ.