უკრაინის შეიარაღებული ძალები სრულ საბრძოლო მზადყოფნაში არიან და მზად არიან თავდაცვისა და უშიშღოების კომიტეტის მიერ დასახული ანტიტერორისტული ამოცანების შესასრულებლად. განცხადება ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისრის მოვალეობის შემსრულებელმა მიხეილ კოვალმა გააკეთა.
„დიახ, დღეს უკვე უკრაინის შეიარაღებული ძალები ემზადებიან იმ ამოვანის შესასრულებლად რომელიც თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა განსაზღვრა",_ განაცხადა კოვალმა.
მისივე თქმოთ, უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ ამოცანის შესრულებას შესაძლოა სამხედრო მდგომარეობის გამოუცხადებლადაც შეუდგნენ. „ამის საფუძველი არსებობს",_ აცხადებს მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი.