ENG / RUS       12+

ჟურნალისტური გამოძიება- დევნილებისთვის გასანაწილებელი ბინები 5 000-20 000 დოლარად იყიდებოდა?!

აფხაზეთიდან დევნილებისთვის საცხოვრებელი ბინების სანაცვლოდ თანხის გამოძალვის ფაქტზე სს საქმე აღიძრა. თანხა, რომელიც დევნილებმა საცხოვრებელი ფართის მისაღებად გადაიხადეს, ინდივიდუალურია და 5 000-დან 20 000 დოლარამდე მერყეობს. საუბარია საცხოვრებელ ბინებზე, რომელიც დევნილებს სახელმწიფოსგან უსასყიდლოდ უნდა მიეღოთ და რომლის რეაბილიტაციისთვის სახელმწიფომ 448,535.15 ლარი დახარჯა. სამშენებლო კომპანია კი, რომელმაც რეაბილიტაცია ჩაატარა, შავ სიაში რამდენჯერმე მოხვდა.

საქართველოში მცხოვრებ დევნილებს დევნილობიდან 20 წლის შემდეგაც მძიმე პირობებში უწევთ ცხოვრება. 20 წლის მანძილზე სახელმწიფომ დევნილთა მხოლოდ 30%-ისთვის მოახერხა საცხოვრებლის უზრულველყოფა. 70% კი დღემდე არაადამიანურ პირობებში ცხოვრობს, რასაც მოსდევს თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის არაერთი მცდელობა, პირის ამოკერვა და სხვადასხვა საშუალებებით ბრძოლა არსებობისთვის.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებიულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს 2014 წლის მარტში მოწოდებული სტატისტიკით, სამივე კონფლიქტის შედეგად, საქართველოში 252 578 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს. აქედან, აფხაზეთიდან დევნილთა რაოდენობა 217 402 შეადგენს, 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად - 24 682 დევნილი და ცხინვალიდან 1991-1993 წლებში ე.წ. ძველი დევნილების რაოდენობა კი 10 494-ია.

---------------------------------------------
დევნილთა მძიმე ისტორიები - რა ხდება დღეს ?!

---------------------------------------------

დღეს, დევნილობიდან 20 წლის შემდეგაც დევნილთა რეალური ისტორიები იდენტურია. ერთ-ერთი დევნილის მძიმე ისტორიის შესახებ, გაზეთში "პრემიერი" მარტის თვეში დაიწერა. ჟურნალისტურ მოკვლევაში საუბარი იყო 12-ჯერ ნაოპერაციევ, თავზე შუნტურებულ 3 წლის და 6 თვის ლუკა მაღლაკელიძის სოციალურად დაუცველ ოჯახზე, რომელის ჯანმრთელობის მდგომარეობა, როგორც ლუკას დედა ინეზა გიგზანი აცხადებდა, "მაწანწალა ცხოვრებისა" და არანორმალური პირობების გამო ოპერაცია ოპერაციას მოსდევს. აფხაზეთიდან დევნილი ოჯახი წლებია ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსგან ბინას ითხოვდა და თვითმკ

ავტორი: . .