11 აპრილს გაიმართა სატელეფონო საუბარი საქართველოს თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასანიასა და აშშ-ის სენატორ ჯონ მაკკეინს შორის. საუბრისას განხილულ იქნა საქართველოს ნატოში გაწევრიანების, რეგიონული უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში აშშ-სა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები.
სენატორ მაკკეინის განცხადებით, იგი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას და ნატოს სამიტზე საქართველოსათვის გაწევრიანების სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებას. სენატორის განხცადებით აღნიშნული მიზნების მისაღწევად იგი ძალისხმევას არ დაიშურებს.
მასალის გამოყენების პირობები