თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ და შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ 9 აპრილის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. როგორც ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა 9 აპრილის ტრაგედიიდან დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღესაც მგრძნობიარეა 25 წლის წინანდელი ჭრილობები.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია პატივი მივაგოთ იმ მოქალაქეებს, ვინც დამოუკიდებლობისთვის თავი შესწირეს.
,,ძალიან დიდი დრო გავიდა, მაგრამ დღეს ისევე ძალიან მგრძნობიარეა ეს ჭრილობები, როგორც 25 წლის წინ. სამხედროებისთვის, თავდაცვის სამინისტროსთვის ეს მოქალაქეები არის ის მაგალითი და ის სტანდარტი, რომელიც ჩვენ არასოდეს არ უნდა დავწიოთ ქვემოთ", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.