სომხეთის პრემიერ-მინისტრი ტიგრან სარკსიანი თანამდებობიდან გადადგა. როგორც ეროვნული სათათიროს პრეს-სპიკერმა ედუარდ შარმაზანოვმა განაცხადა, პრეზიდენს სერჟ სარგსიანს უკვე გადაეცა პრემიერის განცხადება გადადგომის შესახებ.
მისივე თქმის, პრემიერის გადადგომა არ უკავშირდება რაიმე სახის პოლიტიკურ უთანხმობას და ეს პრეზიდენტთან ჯერ კიდევ ერთი თვის წინ შეთანხმდა.
შარმაზანოვმა განმარტნა რომ პრეზიდენტმა პირადად სთხოვა სარკსიანს თანამდებობაზე დარჩენა, რადგანაც მიდიოდა მოლაპარაკებები საბაჟო კავშირში გაერთიანების შესახებ. ასევე გასამართი იყო რუსეთ სომხეთის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი.
„პრემიერის განცხადებით, ეს გააზრებული გადაწყვეტილებაა და ის არ ეფუძნება წუთიერ გავლენებს. გადადგომა განპირობებულია პირადი მოტივებით", - განაცხადა შარმაზანოვმა.
ჯერ-ჯერობით უცნობია ვინ ჩაუდგება სათავეში ახალ მინისტრთა კაბინეტს, თუმცა ერთ ერთ კანდიდატად სომხეთის პოლიტიკურ წრეებში ვიცე-პრემიერს არმენ გევორგოიანს ასახელებენ.