საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს რიგითი ლაშა გიორგის ძე თაბუკაშვილის დაღუპვის გამო და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
რიგითი თაბუკაშვილი იარაღთან გაუფრთხილებელი მოპყრობის შედეგად მომხდარი უბედური შემთხვევის გამო დაიღუპა.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიებას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს.
1994 წელს დაბადებული რიგითი ლაშა თაბუკაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2013 წლიდან ირიცხებოდა. იგი საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების საინჟინრო ბრიგადაში სავალდებულო სამხედრო სამსახურს იხდიდა.