საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები დღეს, ვაზიანის IV მექანიზებულ ბრიგადას ესტუმრნენ. დელეგაციას შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა გიორგი კბილცეცხლაშვილმა უმასპინძლა.
IV მექანიზებული ბრიგადის წარმომადგენელმა დელეგაციის წევრებს ვაზიანის სამხედრო ნაწილში განხორციელებული რეფორმებისა და დაგეგმილი სწავლებების შესახებ პრეზენტაცია წარუდგინა. მოგვიანებით, მათ სიმულაციური კლასებიც მოინახულეს. დღესვე, სტუმრებმა ბრიგადის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება დაათვალიერეს.
ნატოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან მიხეილ დარჩიაშვილთან შეხვედრა გუშინ გამართეს. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესა და პარლამენტის წევრებს შეხვდნენ.