დღეს, მშენებარე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე, ზეთისხილისა და ჰიმალაის კედრების ბაღის გაშენება დაიწყო. „მწვანე აქციაში" სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქთან, უწმინდესსა და უნეტარესთან, ილია II-თან ერთად, გენერალური შტაბის უფროსმა მიიღო მონაწილეობა. გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ ზეთისხილის ნერგი დარგო.
მახათას მთაზე ბაღის გაშენების აქცია ტაძრის მშენებლობის ფონდ „ივერიისა" და ფონდ „გაამწვანე საქართველოს" ინიციატივით ჩატარდა. „მწვანე აქციაში" მონაწილეობა მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, ასევე ბიზნესსექტორის წარმომადგენლებმა, სტუდენტებმა, პატრიარქის ნათლულებმა და უნარშეზღუდულმა პირებმა მიიღეს.
ტერიტორიაზე 1 000 ზეთის ხილის ხე და 300 ჰიმალაის კედარი დარგეს. ახლად დარგული ხეების მოვლას მეთვალყურეობას პატრიარქის მიერ დაფუძნებული ფონდ "გაამწვანე საქართველო"-სთან ერთად ის პირები გაუწევენ, რომლებმაც დღეს ხეები დარგეს.
მასალის გამოყენების პირობები