სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს:
II ქვეითი ბრიგადის 23-ე და სამთო-სადაზვერვო ბატალიონების, ასევე I ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონის გაძლიერებული ოცეულის უკლებლივ ყველა სამხედრო მოსამსახურემ დღეს, მონაწილეობა მიიღო ვაზიანში IV მექანიზირებულ ბრიგადაში გამართულ ავღანეთის მისიაში გაცილების ოფიციალურ ცერემონიალში.
სამივე ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები უახლოეს მომავალში მიემგზავრებიან ავღანეთში IშAF-ის მისიის შესასრულებლად. ინფორმაცია ამ ჯარისკაცების მოწამვლის შესახებ არის სიცრუე და სინამდვილეს არ შეესაბამება.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი მოუწოდებს ყველა მედია საშუალებას, თავი შეიკავოს გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელებისგან.