დიდ ბრიტანეთში საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაციის ვიზიტს ფარგლებში, გაიმართა ქართული დელეგაციის შეხვედრა დიდი ბრიტანეთის საერთაშორისო უსაფრთხოების სტრატეგიის საკითხებში თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან ენდრიუ მურისონთან; თემთა პალატის თავდაცვის კომიტეტის წარმომადგენლებთან და კომიტეტის თავმჯდომარესთან ჯეიმს არბუთნოთთან. დელეგაციის წევრები ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდნენ პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარეს რიჩარდ ოტავეის.
შეხვედრებზე განიხილებოდა საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის გაღრმავების პესპექტივები შემოდგომაზე ბრიტანეთში დაგეგმილი ნატო-ს სამიტის კონტექსტში და ევროკავშირთან ინტეგრაციის თვალსაზრისით ასოცირების შესახებ შეთანხმების მაქსიმალურად შემჭიდროვებულ ვადებში ხელმოწერის მნიშვნელობა. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკრაინაში შექმნილ მძიმე ვითარებას და ხაზი გაესვა ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის ხელშეუხებლობის პრინციპის დაცვის აუცილებლობას.
შეგახსენებთ საქართველოს უწყებათაშორისი დელეგაცია, რომლის შემადგენლობაშიც არიან საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე დავით დონდუა და ასევე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, დიდ ბრიტანეთს 17-19 მარტს სტუმრობდა. ვიზიტის ფარგლებში მათ შეხვედრები გამართეს ბრიტანეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხეისუფლების წარმომადგენლებთან. დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა დიდი ბრიტანეთის სამეფო კვლევით ინსტიტუტში.