ჩრდილოკავკასიელ მებრძოლთა ლიდერი დოკუ უმაროვი ცოცხალი აღარ არის - ინფორმაციას ამის შესახებ ჩეჩენ მებრძოლთა ინტერნეტ-გვერდი „კავაზ-ცენტრი" ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, „იმარაკ კავკაზის" სარდლობა იუწყება, რომ ამირი დოკუ აბუ ისმანი „შაჰიდი" გახდა.
„სოკუ უმაროვმა ჯიჰადს თავისი ცხოვრების 20 წელი შესწირა. დოკუ ანუ უსმანი ჭეშმარიტი მუვაჰიდების პარტიას შეუერთდა, რომლებმაც თავისი შეთანხმება ალაჰის წინაშე პირნათლად მოიხადეს",_ იუწყება „კავკაზ-ცენტრი".