საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავღანეთში ქართველი სამხედროები მოინახულა.
"ლეზერნიკის" სამხედრო ბაზაზე მარგველაშვილი სამხედრო მოსამსახურებს შეხვდა.
„ამაყი ვარ იმით, რომ თქვენთან ერთად ვდგავარ და ასეთი ხალხის მთავარსარდალი ვარ", - მიმართა პრეზიდენტმა ქართველ სამხედრო მოსამსახურეებს.
პრეზიდენტმა ქართველ და ამერიკელ სამხედრო მოსამსახურებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.