ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი აცხადებს, რომ ის მოხარულიც კი იქნება თუ ევროკავშირის მიერ შემოღებული სანქციების პირველ რიგებში მოხვდება და ეს რომ ასე არ მოხდეს მას გული დაწყდება.
რუსული მედიის ინფორმაციით, კადიროვმა განაცხადა, რომ მას ახარებს კიდეც ნუსხაში მეზობლობა ისეთ ადამიანებთან, რომლებიც თავისი ქვეყნის ინტერესების სადარაჯოზე დგანან.
„მოხარულიც კი ვარ თუ ამ სიაში აღმოვჩნდები, იმიტომ, რომ მე მათ წინააღმდეგ ვარ ვინც მილიონობით ადამიანის უფლებებს არღვევს, მათ შორის მუსულმანების უფლებებს",_ განაცხადა კადიროვმა.
„ბანდეროვცები უდანასაულო ადამიანებს ხოცავენ აშშ და ევროპა კი თავისთან მთავარ ტერორისტებს იფარებს. განუკითხაობაა. ჩვენ ძლიერი სახლემწიფო გვაქვს. და ვერავითარი სანქციებითა და მუქარებით ვერ მიაღწევენ იმას, რაც მათ სხვა ქვეყნებში გააკეთეს. ჩვენ ჩვენი სამშობლოს სადარაჯოზე ვდგავართ",_ განაცხადა კადიროვმა.