რუსეთს, როგორც სამხედრო, ასევე ფინანსური კუთხით არ შეუძლია გრძელვადიან დაპირისპირებაში შევიდეს ნატოსთან და ევროკავშირთან- აცხადებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია.
"უკრაინის შეიარაღებული ძალებიც ანგარიშგასაწევი სამხედრო ძალაა. მაგრამ აქ არის საუბარი იმაზე, რომ ეკონომიკურ, ფინანსურ იზოლაციას, ასევე, "დიდი რვიანიდან " გაყვანას და მდიდარი რუსების მიმართ სანქციებს ექნება დამანგრეველი გავლენა რუსეთის ეკონომიკაზე. ეს ყველას კარგად აქვს გააზრებული და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური დიალოგი, რომელიც ამერიკის, ევროკავშირის დაწყებულია, გარკვეულ შედეგს მოიტანს. მაგრამ ეს არ უნდა მივიღოთ ისე, რომ ყველაფერი თავისთავად ნორმალიზებული იქნება. დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სწორი ნაბიჯები გადადგას უკრაინის ახალმა ხელისუფლებამ", - აღნიშნავს თავდაცვის მინისტრი.