დღეს ყირიმში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით რადის სპიკერმა ალექსანდრე ტურჩინოვმა უკრაინის თავდაცვისა და უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის განკაგულება გასცა. სხდომა დღეს გაიმართება.
აღნიშნული განცხადების გაკეთებისას, უკრაინული მედიის ინფორმაციით, ტურჩინოვმა აღნიშნა, რომ შეიარაღებული რუსი სამხედროები თავისუფლად გადაადგილდებიან ყირიმის ტერიტორიაზე და თავის გადაადგილებას ცენტრალურ ხელისუფლებას არ უთანხმებენ.