ნატოს შტაბ-ბინა 26-27 თებერვალს თავდაცვის მინისტერიალს მასპინძლობს. მინისტერიალს საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია ესწრება.
ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების გაფართოებულ შეხვედრას, ნატოს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი გახსნის. მინისტერიალის მთავარი თემებია: კიბერ უსაფრთხოება, თავდაცვითი შესაძლებლობების გაზრდა და ავღანეთის მისია. სამუშაო შეხვედრის მეორე დღე ISAF-ის მისიაში მონაწილე ნატოს წევრი და არაწევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრით დაიწყება.
ბრიუსელში მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი ორმხრივ შეხვედრებს გამართავს ნორვეგიელ, აზერბაიჯანელ და ავღანელ კოლეგებთან.