თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ იუნკერთა სასაფლაო გვირგვინიოთ შეამკო და აღნიშნა, რომ მათი მაგალითი სამხედროებისთვის სამაგალითოა.
,,იუნკერების მაგალითი ჩვენი სამხედროებისთვის, შეირაღებული ძალებისთვის და განსაკუთრებით თავდაცვის სამინისტროს იუნკერებისთვის არის მაგალითი თუ როგორ უნდა იცხოვრო და როგორ უნდა მოემზადო ყველაზე მნიშვნელოვანი დღისთვის შენს ცხოვრებაში, რომელიც ყველა სამხედროს ნებისმიერ წამს შეიძლება დაუდგეს და დაიცავს საკუთარი ქვეყანა საკუთარის სიცოცხლის ფასად. ამიტომ, ბუნებრივია, ეს ხსოვნა, პატივის მიგება მთელი საზოგადოების მხრიდან არის სამაგალითო", _განაცხადა ალასანიამ.