ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში საქართველოს საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული ჩაერთვება, აღნიშულის შესახებ განცხადება დღეს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა. როგორც ალასანიამ განმარტა საკითხზე საქართველოს მთავრობამ უკვე მიიღო და შესაბამისი გადაწყვეტილებაც უკვე მიიღო. ცნობილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები სამშვიდობო ოპერაციაში მაისიდან ჩაერთვება.
„დღეს საქართველოს მთავრობამ განიხილა ევროკავშირის თხოვნა საქართველოს შეიარაღებული ძალები ჩაერთოს ევროკავშირის მიერ წარმოებულ ოპერაციაში - ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში. ჩვენ ვიმსჯელეთ და მიღებულო იქნა გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ამ პროცესში ჩაერთვება. ეს არის ჰუმანიტარული მისია, ეს არის მორალურად გამართლებული მისია, ეს არის მისია რომელსაც ევროკავშირი გაეროს რეზოლუციის შესაბამისად ახორციელებს. დეტალებზე მოლაპარაკებები გაიმართება ევროკავშირის თავდაცვის სტრუქტურებთან. დაახლოებით 6 თვიანი იქნება მისია, რომელიც მაისში დაიწყება და სამშვიდობო მისიაში ჩართული იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების ასეული. მე მინდა გითხრათ, რომ ჩვენი შეიარაღებული ძალები საკუთარი პროფესიონალიზმით, საბრძოლო მზადყოფნით გამოირჩევა. გამოირჩევიან თავსებადობით ნატოსა და ევროკავშირის ქვეყნებთან და აქედან გამომდინარე, ეს მისია დარწმუნებული ვარ ისევე, როგორც სხვა მისიები ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის იქნება წარმატებული. დეტალები და კონკრეტიკა რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი"- განაცხადა ალასანიამ.