თავდაცვის სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომელსაც გთავაზობთ უცვლელად:
"საპარლამენტო უმცირესობის წევრის ირმა ნადირაშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებასთან დაკავშირებით, საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით განვმარტავთ, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის მარტის თვეში მიღებულმა თანამდებობრივმა სარგომ შეადგინა - 3540 ლარი;
სტაჟის დანამატი 25% - 885 ლარი;
საიდუმლოს დანამატი 15 % - 531 ლარი;
პრემიერ მინისტრის ბრძანებით დანამატი - 4335 ლარი;
საკლასო ჩინის დანამატი 35 % - 1239 ლარი;
იმის გამო რომ საკლასო ჩინის დანამატზე ინფორმაცია წარმოდგენილ იქნა 2013 წლის მარტში მოხდა მისი გადაანგარიშება დანიშვნის დღიდან და შესაბამისად შეადგინა:
• 2012 წლის ოქტომბერი 269,32 ლარი;
• 2012 წლის ნოემბერი 1239 ლარი;
• 2012 წლის დეკემბერი 1239 ლარი;
• 2013 წლის იანვარი 1239 ლარი;
• 2013 წლის თებერვალი 1239 ლარი;
• 2013 წლის მარტი 1239 ლარი;
მარტის თვეში საკლასო ჩინის დანამატმა შეადგინა სულ 6464,32 ლარი.
სულ მარტის თვის შემოსავალმა შეადგინა - 3540+885+531+4335+6464,32=15755,32 ლარი.
სულ მარტის პრემია 4335 ლარი;
სულ დარიცხული ხელფასი მარტის თვეში 15755,32+4335=20090,32
(აქედან საშემოსავლო 4018,06 ლარი, ხელზე აიღო 16072,26 ლარი).
საქართველოს თავდაცვის მინისტრის ყოველთვიური ანაზღაურება დანამატების და სტაჟის გათვალისწინებით, ხელზე შეადგენს 4946 ლარს. პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით კი მინისტრის დანამატი შეადგენს 2168 ლარს".