თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას მოადგილედ ვაკო ავალიანი დაინიშნა. შესაბამის ბრძანებას პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა.
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ" საქართველოს კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დაინიშნოს ვარლამ ავალიანი საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილედ", _ნათქვამია ღარიბაშვილის 13 თებერვლით დათარიღებულ ბრძანებაში.
შეგახსენებთ, რომ ვაკო ავალიანი რომიდან საქართველოში ცოტა ხნის წინ დაბრუნდა, სადაც ნატო-ს სამხედრო კოლეჯის უმაღლესი კურსი გაიარა.