თავდაცვის მინისტრის ირაკლი ალასანიას ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს მონაწილეობას აშშ დააფინანსებს. როგორც ალასანიამ განმარტა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში საქართველოს მონაწილეობით ჩვენი ქვეყანა ჩრდილო ატლანტიკურ ალიანსთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის.
"უკვე მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატო-ს სწრაფი რეაგირების ძალების ნაწილი 2015 წლიდან და სპონსორი სახელმწიფო უკვე შეირჩა, ეს არის ამერიკის შეერთებული შტატები. ჩვენ გავაგრძელებთ მუდმივ მზადყოფნას ნატოს სამხედროებთან, რომ კრიზისების შემთხვევაში სწრაფი რეაგირება განვახორციელოთ. ეს ნიშნავს, იმას რომ ჩვენი თანამშრომლობა ახალ საფეხურზე ავიდა", - განაცხადა ირაკლი ალასანიამ.